ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს.
ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მიუხედავად, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას.
„ჩვენი წინადადებები დაფინანსების შესახებ უკვე განხილულია. მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - ხაზი გაუსვეს მათ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზელენსკის დაუდასტურეს, რომ ევროკავშირი ურყევი და ერთგული რჩება თავისი პრინციპების.
„უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინის უსაფრთხოება, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზის, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული“, - ხაზგასმით აღნიშნეს მათ.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს პრიორიტეტები ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან განხილვის მთავარი თემა იყო.
რუტემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებს დიპლომატიური ვითარება გაუზიარა.
მათ დეტალურად განიხილეს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების, უსაფრთხოების გარანტირებისა და უკრაინის მდგრადობის გაძლიერების კუთხით მუშაობა, ასევე ისაუბრეს PURL-ის ინიციატივაზე და რეპარაციების სესხზე.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. ჩვენ კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმოქმედებთ“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს რომში სამშაბათს, 9 დეკემბერს ელოდებიან.