ძირითად მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ გუნდთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩემი აზრით, პროგრესს მივაღწიეთ ძირითად მოლაპარაკებებში, რომლებშიც ჩვენი პრეზიდენტი მონაწილეობს. ეს იმედისმომცემია და მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ გუნდთან“, – განუცხადა უშაკოვმა რუსულ მედიას.
2 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივენ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან.
შეხვედრის შემდეგ უშაკოვმა განაცხადა, რომ ის ძალიან სასარგებლო და ინფორმაციული იყო და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.