ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც მას უკრაინული დრონი დაეჯახა.
რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია კომლექს „გროზნო-სიტიში“ დაზიანებული საოფისე შენობა.
Telegram-ის არხის, Astra-ს ცნობით, ამ შენობაში განთავსებულია ჩეჩნეთის უშიშროების საბჭო, ანგარიშთა პალატა და საარჩევნო კომისია.
კერძოდ, ფოტოებზე ჩანს შენობის რამდენიმე სართულზე დაზიანებული მინა.
დარტყმის შესახებ იტყობინებიან ჩეჩნეთის ოპოზიციური არხებიც, თუმცა, დარტყმის შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამასთან, გროზნოს აეროპორტი, ასევე ბესლანისა და მაგასის აეროპორტები დრონებით თავდასხმების რისკის გამო დაკეტილია.