უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანას დაარტეს. თავდასხმა რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის რეგიონში მდებარე ქარხანა „ნევინომიისკი აზოტზე" განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
აღნიშნულია, რომ სამიზნეზე თავდასხმა 4 დეკემბრის ღამეს განხორციელდა, მტრის შეტევითი პოტენციალის და სარაკეტოდა დარტყმების შესაძლებლობების შემცირების მიზნით.
„ქარხანა მტრის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კრიტიკული კომპონენტია, რომლის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 1 მილიონ ტონაზე მეტი ამიაკი და 1.4 მილიონ ტონამდე ამონიუმის ნიტრატია, რაც მას ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ძირითადი კომპონენტების მთავარ მიმწოდებლად აქცევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ცნობით, ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რამდენიმე საწარმოს ამარაგებს. გარდა ამისა, ობიექტი საბრძოლო მხარდაჭერის სისტემაში ქიმიური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი საწარმოო საამქრო და გაჩნდა ხანძარი.