4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7016 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1522 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.71 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6056 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.36 თეთრი შეადგინა.