„MEGOBARI აქტის“დაბლოკვა სწორი ტერმინი არ არის, არამედ დაჩქარებულ პროცედურას ვერ გაივლის, თავად კანონპროექტი ძალაშია. დრო გვაჩვენებს, „მეგობარ აქტს“ რა პერსპექტივა აქვს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „MEGOBARI აქტზე“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.
„დაბლოკვა სწორი ტერმინი არ არის. ეს პროპაგანდისტული ინტერპრეტაციაა იმის, რაც სენატში სინამდვილეში მოხდა. ჩვენ საუბარი გვაქვს არა „მეგობარი აქტის“ დაბლოკვაზე, არამედ ეს აქტი კონკრეტულ, დაჩქარებულ პროცედურას ვერ გაივლის. თავად კანონპროექტი ძალაშია და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც რესპუბლიკელების ისე დემოკრატების. ახლა მივიღეთ ვითარება, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვას უფრო მეტი დრო დასჭირდება კომიტეტებში, რაც შეიძლება, უკეთესიც იყოს, რათა უფრო დაბალანსებული ვერსია მივიღოთ. „MEGOBARI აქტს“ რა პერსპექტივა აქვს, ვნახოთ, ამას დრო გვაჩვენებს“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა გიორგი შარაშიძემ.