უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მას ომის დასრულება სურს. ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინი უკვე მეორე დღეა „აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ის ომის დასრულებას არ აპირებს“.
„გუშინ მან თქვა, რომ მზად არის მთელი ზამთარი იომოს. დღეს ის საფრთხეს უქმნის საზღვაო პორტებსა და თავისუფალ ნავიგაციას.
„და ეს მუქარები, პირველ რიგში, ოდესის წინააღმდეგაა მიმართული, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი დიდი სითბოთი საუბრობდა“, - თქვა მან.
სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და თანამშრომლობს მათთან და ევროპელ პარტნიორებთან ამ ომში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
„ახლა დადგა დრო, რომ მოსკოვში ომის წყარო აიძულოთ, რომ ის დაასრულოს“, - თქვა მინისტრმა.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთი გააფართოვებს დარტყმების დიაპაზონს პორტებისა და უკრაინის პორტებში შემავალი გემების წინააღმდეგ.