რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
სტივ უიტკოფს „ვნუკოვოს“ აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
სტივ უიტკოფი დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.