პარტია "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი, ბრიფინგზე BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,"ქართულმა ოცნებამ" აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მსოფლიო იარაღი გამოიყენა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია.
დათუნაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლოს ასეთი შემთხვევა საქართველოში, 1989 წლის 9 აპრილს მოხდა.
"რაც არ უნდა თქვას დღევანდელმა რუსულმა პროპაგანდამ, ეს იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ეს კიდევ ერთხელ ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან, რომ საქმე გვაქვს საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამომყენებელ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც ხელისუფლება საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს, დიახ, ეს არის ტეროტისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა.
ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში პირდაპირ ნაკარნახებია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან, ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებს და იარაღებს, როგორც ამას იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
რა პროპაგანდასაც არ უნდა დავუჯეროთ, როგორც შეიძლება არ მოგწონდეთ დღეს მე, ან ვინმე სხვა, ეს ყველაფერი ერთი წუთით გვერდზე გადასადებია, რადგან საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეეების წინაშე, უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას.
ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია. ის ქიმიური შემადგენლობა, რომელზეც ლაპარაკი იყო ამ დოკუმენტურ ფილმში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობა, ეს უკვე არის ჩვეულებრივი არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ." - განაცხადა დათუნაშვილმა.