რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა. ორგანიზაცია, რომელივ დაარსებულია 1978 წელს, 70-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევებს აღნუსხავს.
რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციებს" მუშაობა ეკრძალებათ, მათთან თანამშრომლობა და მათი მასალის გავრცელება კი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. „არასასურველი ორგანიზაციების“ სახსრების მოზიდვა ან საქმიანობის დაფინანსება ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევით 10 წლამდე ვადით.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, HRW-ის ვებგვერდი რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით "როსკომნადზორმა" დაბლოკა რუსეთის სამხედრო აგრესიის პროგრესის შესახებ თითქოს „ყალბი“ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
2025 წლის იანვარში, HRW-მ თავის ანგარიშში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება აძლიერებდა განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნას, მოითხოვდა ქვეყნის მოქალაქეებისგან ომის მხარდაჭერას და ახალი რეპრესიული კანონების მიღებას.