უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი აცხადებს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებენ.
„დღეს უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ნამდვილად ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ“, – წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება“ მისცა.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, სრულად ვთანამშრომლობ“, – წერს ერმაკი.