ჰოლივუდის მსახიობსა და რეჟისორ კევინ სპეისის წინააღმდეგ ახალი სარჩელები შეიტანეს. ვარსკვლავს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. BBC-ის ცნობით, ვარსკვლავის წინააღმდეგ კიდევ სამმა კაცმა შეიტანა სარჩელი.
სავარაუდო დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ 2000-დან 2013 წლამდე მსახიობის მხრიდან ძალადობას დაექვემდებარენ.
ამ სარჩელების წინასწარი მოსმენა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში 2026 წლის 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი და გაიმართება ან ერთ, ან სამ ცალკე სასამართლო პროცესად.
თავის მხრივ, სპეისი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კევინ სპეისი სექსუალური შევიწროების საქმეებში ფიგურირებს.
2017 წელს მსახიობმა ენტონი რეპმა სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სხვა მამაკაცებმაც შეიტანეს სარჩელი.
თუმცა, შელახული რეპუტაციის მიუხედავად, სპეისიმ ყველა საქმის მოგება მოახერხა. თუმცა 2023 წელს სასამართლომ კევინი ცხრავე ბრალდებაში გაამართლა.
66 წლის მსახოიბი ახალი ბრალდებების გასაჩივრებას გეგმავს.