ჰონგ კონგში რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანია დაღუპული, 279 კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაშველები ცდილობენ ზედა სართულებზე ჩარჩენილ მაცხოვრებლების გადარჩენას.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ხანძრის შემდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი კაცი დააკავეს - ორი დირექტორი და სამშენებლო კომპანიის საინჟინრო კონსულტანტი.
პრესკონფერენციაზე პოლიციამ ისინი „უხეშ დაუდევრობაში“ დაადანაშაულა.
ჰონგ კონგის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ CNN-ს განუცხადა, რომ ადგილობრივი დროით დილის 8 საათის მონაცემებით, სულ მცირე 66 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 24-ის მძიმეა.
გამოცემის ცნობით, კომპლექსის რვა შენობიდან ზოგიერთი, სადაც ხანდაზმული ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, კვლავ იწვის.
საცხოვრებელი კომპლექსი, რვა შენობისგან შედგება,, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს.
რამდენიმე ნაგებობას გარშემო ბამბუკის ხარაჩოები აქვს და ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ კონსტრუქციას გაუჩნდა.ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ადგილზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.