უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ოკუპანტის განადგურებას, საკუთარი პოზიციების დაცვას და საბრძოლო მისიების შესრულებას. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების საფუძველი, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე. ამის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, იყო დეტალური ანგარიშები ფრონტზე - ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ.
კუპიანსკი, პოკროვსკი, ჰულიაიპოლე. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაგრძონ ოკუპანტის განადგურება, დაიცვან თავიანთი პოზიციები და შეასრულონ საბრძოლო მისიები.
„ეს არის უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობების საფუძველი“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ რუსები მთელ მსოფლიოში „ავრცელებენ შეტყობინებას, რომ უკრაინას, თითქოს, არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა“.
„ამბობენ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. უკრაინის არმიის ყოველდღიური საბრძოლო შედეგები, ჩვენი სპეცსამსახურების ყოველდღიური შედეგები, ჩვენი დიპლომატიური დარტყმები - ეს იმის დასტურია, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყოველი განადგურებული ოკუპანტი, ყოველი დარტყმა ან მტრის ტექნიკის ყოველი განადგურებული ერთეული იმის არგუმენტია, რომ უკრაინა დახმარებას იმსახურებს და მშვიდობის დამყარებისთვის ომის გაჭიანურების ერთადერთ მიზეზე - რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს.