რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ საჯარო განხილვისთვის მზად არ არის.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ მზად საჯაროდ განვიხილოთ ზოგიერთი დეტალი, მათ შორის ამ „სამშვიდობო გეგმის“ სხვადასხვა ვერსია. ბოლოს და ბოლოს დიალოგის გასაგრძელებლად დრო და ყურადღებაა საჭირო. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის აგვისტოში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„პრობლემა ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების მკაცრად შესასასრულებლად პოლიტიკური ნების არსებობა-არარსებობაა.
ჩვენ ერთგული ვართ ანკორიჯის შედეგების მიმართ და გავაგრძელებთ მოქმედებას ამ ჩარჩოებში, ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ამ ძირითად პრინციპებთან დავაკავშირებთ,“ - აღნიშნა რიაბკოვმა.