რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, 25 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შეხვედრა გაიმართა.
"იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც სერიოზულად მუშაობდნენ. ეს წარმომადგენლები არიან უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებიდან. ისინი პერიოდულად ხვდებიან და განიხილავენ დელიკატურ საკითხებს, კერძოდ, ტყვეთა გაცვლაზე." - თქვა პუტინის თანაშემწემ.
უშაკოვის თქმით, შეხვედრაზე მოულოდნელად გამოჩნდა აშშ-ს ახალი წარმომადგენელი, რომელიც ახლა უკრაინის საკითხს კურირებს. საუბარია არმიის მდივან დან დისკროლზე, რომელიც გასულ დღეს აბუ-დაბიში იმყოფებოდა.
უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციაში არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ. პრაქტიკულ საკითხებს - „ძალიან რთულ, მგრძნობიარე და ა.შ.
ამავდროულად, მისი თქმით, რუსულ მხარეს არა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმზრავნელი, სერგეი ნარიშკინი, არამედ სხვა პირი წარმოადგენდა.