დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ომის დასრულების ახალი 28-პუნქტიანი გეგმის გამო, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა „მთლიანად კრემლის მიერ იყოს დაწერილი“.
Daily Mail-თვის გამოქვეყნებულ სვეტში ჯონსონმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს „უკრაინის სამხედრო კასტრაციას“, მათ შორის რუსეთის ვეტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და რუსეთის კონტროლს უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხოელი ჯარის შეშვებაზე.
„უკრაინის დაპყრობის მცდელობისას თქვენ მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეთ, დაღუპულები და დაჭრილები. თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ ქვეყნის 20 პროცენტზე მეტის დაკავება. ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის. და მაინც, ახლა ისინი ომის დასრულების რაღაც ახალ 28-პუნქტიან გეგმაზე საუბრობენ - და ის შესაძლოა მთლიანად კრემლის მიერ იყოს დაწერილი!“, - აღნიშნა ჯონსონმა.
„თუ კიევში იმდენად სეშლილები იქნებოდნენ, რომ ამ პირობებს დათანხმდებოდნენ, თქვენ იცით, რომ ისინი მოსკოვის მარიონეტები გახდებოდნენ, რომლებიც მუდმივად მესამე შემოჭრის საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ.
ხედავთ, რომ ეს უკრაინის ე.წ. მეგობრების სრული კაპიტულაციაა“, - წერს ჯონსონი.