ევროკავშირი განიხილავს დამატებითი სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობას. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს არეგისტრირებენ.
„მინისტრები განიხილავენ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, რადგან ასეთი მცდელობები ნამდვილად მოქმედებს რუსეთის მიერ ამ ომის დასაფინანსებლად გაწეულ შემოსავლებზე“, - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა ფართომასშტაბიანი დიპლომატიური კომუნიკაცია განახორციელა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც გემებს არეგისტრირებენ და „დიდწილად წარმატებით“ მიაღწია ბევრი მათგანის დარწმუნებას, რომ ა გემები რეგისტრაციიდან მოხსნან.