იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყოს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა.
იტალიელ მინისტრს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ს მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელიც მედიაში გავრცელდა და უკრაინისთვის უკიდურესად არახელსაყრელად მიიჩნევა.
„ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გაჟონვაზე კომენტარის გაკეთება რთულია“, - განაცხადა ტაიანიმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე..
მან დასძინა, რომ იტალია ყურადღებით გააანალიზებს გეგმას, როდესაც ის წარდგენილი იქნება.
„როგორც ყოველთვის ითქვა, ევროპას თავისი როლი აქვს შესასრულებელი (სამშვიდობო პროცესში). უკრაინა ასევე ევროპის უსაფრთხოებისთვის ბარიერია.
„თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები გაიზრდება და ჩვენ აბსოლუტურად ვერ შევეგუებით ან ვერ დავუშვებთ ამას“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმაზე. შეერთებული შტატები, „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში, მოუწოდებს უკრაინას, რუსეთის ომის დასასრულებლად დათანხმდეს გარკვეული ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას.