რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "პატრიოტული აქტი სამართალდამცველებისათვის კიდევ უფრო უკონტროლო ქმედებების მინიჭებას გულისხმობს.
უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი იმისათვის, რომ დაასაბუთოს "პატრიოტული აქტის" მიღების აუცილებლობა.
"სამართალდამცველები ისედაც აღჭურვილები არიან უკონტროლო ძალაუფლებით და ის მათ არ სჭირდებათ. პირიქით, ქვეყანას საფრთხეს უქმნის სამართალდამცველების უკონტროლო ძალაუფლება. არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, თითქოს სამართალდამცველებს რაიმე ინფორმაცია აკლიათეს. არის წმინდა წყლის პიარაქცია. ხელისუფლებას სურს ყურადღება გადაიტანოს იმაზე, თითქოს ქვეყანაში საფრთხე არსებობს", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, "პატრიოტის აქტის კანონის" პროექტზე საპარლამენტო ფრაქცია ‘'ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე, გია თორთლაძე მუშაობს და უახლოეს მომავალში, პარლამენტში მის ინიცირებასაც გეგმავს.
"პატრიოტთა აქტის" საქართველოს მიერ მიღების საკითხი პირველად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2008 წლის 29 აგვისტოს, ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას" განაცხადა.
"პატრიოტის აქტი" ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წელს, 11 სექტემბრის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ტერორიზმისა და გარეშე საფრთხეებთან ეფექტური ბრძოლა იყო. "პატრიოტის აქტის" მიღების შემდეგ აშშ-ში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებები, გამარტივდა მოსმენისა და ჩხრეკის პროცდურები.