აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპსტინს საქმის ფაილების სრულად გასაჯაროებას მხარი დაუჭირა.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული დოკუმენტების გასაჯაროებას მხარი 427-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 1 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა რეზოლუცია განსახილველად სენატს გადაეგზავნა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ნოემბერს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა მისცენ აღნიშნული ფაილების გასაჯაროვებას.
"წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ეპსტინის ფაილების გასაჯაროებას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს. დროა შევეშვათ დემოკრატების ტყუილს, რომელიც რადიკალმა მემარცხენე ფანატიკოსებმა მოიგონეს, რათა რესპუბლიკური პარტიის დიდებული წარმატებიდან ყურადღება გადაეტანათ, მათ შორის, ჩვენი ბოლოდროინდელი დემოკრატების "დახურვაზე" გამარჯვებიდან." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.