აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელურ Cartel de los Soles-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
ამერიკული მხარის ცნობით, ამ კარტელს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Cartel de los Soles-ს ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანს.
არალეგიტიმური ნიკოლას მადუროს მეთაურობით, ამ ორგანიზაციამ ვენესუელის სახელმწიფო ინსტიტუტების კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელიასხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენულ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე,“ - წერს რუბიო Х-ზე
მანამდე, აშშ-ის ომის დეპაარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, „სამხრეთის შუბის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებების თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული.