უკრაინული მედიის ცნობით, 14 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანეს.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი.
შეტევა ოყო კიევის ოლქზე. ოკუპანტებმა დარტყმები მიიტანეს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზე. დაშავდა 6 ადამიანი.