ევროკავშირმა უკრაინას 5.9 მილიონი ევრო გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეს დახმარება ორი ნაწილისგან შედგება: 4.1 მილიარდი ევრო ERA Loans-ის ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც 18 მილიარდი ევროს პროგრამის ბოლო ტრანშია, რომელიც დაფინანსებულია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით და 1.8 მილიარდი ევრო Ukraine Facility-ისპროგრამის ფარგლებში.
„ეს გვეხმარება შევინარჩუნოთ მაკროფინანსური სტაბილურობა ომის გამოწვევების მიუხედავადაც კი - რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი გამოწვევებია. ეს თანხები გადარჩენილ სიცოცხლეებს, აღდგენილ ინფრასტრუქტურას და გაძლიერებულ ეკონომიკას ეხება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი შიდა რესურსი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - თავდაცვაზე - მივმართოთ“, - აღნიშნა სვირიდენკომ.