სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, რადგან ასეთი პერსპექტივა „სულ უფრო აშკარა ხდება“.
ამის შესახებ მან სერბულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის არმია „სამ-ოთხ წელიწადში დაძაბულობისთვის მზად უნდა იყოს“, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება“.
„ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ყველა ამისთვის ემზადება. ეს განაცხადა გენერალმა, რომელიც უკიდურესად პასუხისმგებლიანი ადამიანია“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
მან ამასთან, ხაზი გაუსვა სერბეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას.
„ჩვენ გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ დიდი ინვესტიციების განხორციელება ჩვენი ერის დასაცავად“, - დასძინა მან.