რუსეთის ძალებმა კვლავ შეუტიეს ოდესის ოლქს მოიერიშე დრონებით. ამის შესახებ ცნობებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერი ავრცელებს.
„ნამსხვრევების ჩამოცვენა ქალაქსა და ოდესის რეგიონში რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა“, - დაწერა მან Telegram-ზე.
კიპერის თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლის სახურავი და გზის მონაკვეთი. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.
„ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ“, - თქვა მან.
ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერები იუწყებიან, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა განცორციელდა.
დამატებითი დეტალები უცნობია.
გასულ ღამეს, ოდესის ოლქზე რუსული დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა.