აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსული კომპანიების, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპი უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ იმოქმედებს სანქციები რუსეთის ექსპორტზე და როგორ იმოქმედებს ეს რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთიდან [ნავთობის] ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ უბრალოდ ომის დასრულება გვინდა. ამდენი ადამიანი დაიღუპა. ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ასე რომ, გარკვეულ მომენტში ისინი ჭკვიანები გახდებიან და ამას გააკეთებენ [ომს დაარსულებენ]“, - თქვა ტრამპმა რუსეთზე საუბრისას.
„დიახ, რუსული ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - გაიმეორა ამერიკის პრეზიდენტმა.