რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ბუდაპეშტის სამიტის გაუქმება "რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტად" შეაფასა.
"მრავალი კომენტატორებიდან კიდევ ვინმეს თუ შერჩა ილუზია - მიიღეთ პასუხი. აშშ ჩვენი მეტოქეა და მათი ლაპარაკის მოყვარული "მშვიდობისმყოფელი" [დონალდ ტრამპი] სრულად დაადგა რუსეთთან ომის გზას", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
მედვედევის თქმით, "რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ მას [ტრამპს] სხვაგვარად არ შეეძლო, რომ კონრესში მასზე ზეწოლა განხორციელდა და ა.შ."
"ეს არ ცვლის მთავარ არსს: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი სრულად შეუერთდა შეშლილ ევროპას“, - აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, ტრამპის ქანქარას რხევაში დადებითი მხარეებიც შეინიშნება.
როგორც ის აცხადებს, უკრაინაზე "თავდასხმის გაგრძელება შესაძლებელია ზედმეტი მოლაპარაკებების გაუთვალისწინებლად, მივაღწიოთ გამარჯვებას იქ, სადაც შესაძლებელია. ადგილზე და არა მაგიდასთან".