ახლად დანიშნული აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად ბაქოში უკვე ჩავიდა.
რამდენიმე ხნის წინ ცნობილი იყო, რომ აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი აზერბაიჯანში უფლებამოსლების შესრულებას იანვრის ბოლომდე შეუდგებოდა, თუმცა, თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია.
როგორც ცნობილია, 2010 წლის დეკემბერში სენატის არდადეგების დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და აზერბაიჯანში და თურქეთში ელჩები დაამტკიცა.
აშშ-ის კანონმდებლობით, კი პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პირებს მუშაობა ელჩის თანამდებობაზე შეუძლიათ მანამდე, ვიდრე ახალი მოწვევის სენატი არ შეიკრიბება.
მოცემულ ვითარებაში კი, 112-ე მოწვევის სენატის შეკრებამდე ბრაიზა და რიკარდონე ელჩების თანამდებობაზე დარჩებიან, შემდეგ კი მათ კანდიდატურას სენატი თავიდან განიხილავს და დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა 3 აგვისტოს მოხდა. მაშინ ბრაიზა სენატის წინაშე წარდგა, მაგრამ არ დაამტკიცეს.
ბრაიზას კანდიდატურა მაშინ სენატორმა ბარბარა ბოკსერმა დაბლოკა.
აშშ-ის აზერბაიჯანში ელჩი 2009 წლის ივლისიდან არ ჰყავს.
2010 წლის პირველი ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ადამ სტერლინგი ასრულებს.