„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ასე ეხმიანება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.
„ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“, - წერს მარკო მიჰკელსონი.