უკრაინული მედიის ცნობით, 14 ოქტომბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 96 „შაჰედის“, „ჰერბერას“ და სხვა ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის ძალებმა 69 დრონი გაანეიტრალეს, თუმცა 27-მა სამიზნეს მიაღწია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) ჩამოვარდნა 1 ლოკაციაზე.
ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: ბრიანსკიდან, ორიოლიდან, კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარსიდან, მილეროვოდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო საჰაერო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.