აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, მოუწოდა,ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ
რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებაზე ფოკუსირდეს.
ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მან „8 თვეში 8 სამხედრო კონფლიქტი მოაგვარა“.
„ჩვენ მოვიშორეთ მთავარი საფრთხე ახლო აღმოსავლეთიდან და ისრაელიდან“, - თქვა მან და უარყო პროგნოზები, რომ ირანი შეეცდებოდა თავისი ბირთვული პროგრამის განახლებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა უიტკოფსაც მიმართა და თქვა, რომ ჯერ რუსეთის საკითხი უნდა მოაგვარონ.
„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს. წინააღმდეგი თუ არ ხარ, სტივ უიტკოფ, მოდით, თავდაპირველად ვფოკუსირდეთ რუსეთზე. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.