კრემლი ნატო-ს ქვეყნებში რუსეთის შესაძლო შეჭრის სცენარს განიხილავს. დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
„მე ვენდობი დაზვერვის სამსახურებს. გერმანიის დაზვერვა კი აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულება, რომ კრემლი ნატო-ზე თავდასხმას განიხილავს. და თუ ისინი ამას განიხილავენ, გეგმავენ თუ არა თავდასხმას? ჩვენ არ ვიცით.
მაგრამ ასეთი სიგნალები ძალიან სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. შესაძლოა, ისინი რეალურად ომისთვის იყვნენ მზად. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვისწავლოთ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ რუსების გამოცდილებიდანაც“, - თქვა მან.
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ რუსული არმია უკრაინაშია ჩაფლული და ეს კრემლში არავის აწყობს. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი თანამედროვე საომარი ტაქტიკასთან ადაპტირდა და უზარმაზარი რაოდენობით იარაღს აწარმოებს. ევროკომისარმა დასძინა, რომ უკრაინა მზადაა დაეხმაროს დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის შესაძლო შემოჭრისთვის მომზადებაში. თუმცა, კუბილიუსი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩამჭრელი დრონების შეძენა და მათი მართვის სწავლა საკმარისი არ იქნება. უკრაინელებისგან მოქნილობა უნდა ვისწავლოთ. შეხედეთ მათ თავდაცვის ინდუსტრიას. ახლა ის სტარტაპებზეა ბაზირებული. თუმცა ისინი არა მხოლოდ აწარმოებენ... აღჭურვილობას; ისინი აკვირდებიან მის გამოყენებას ბრძოლის ველზე და მუდმივად აუმჯობესებენ მას.
კომპანიები, რომლებიც დრონებს აწარმოებენ, რეალურად საკუთარი დრონების ბატალიონები ჰყავთ. გასაოცარია, თუ როგორ გათავისუფლდნენ უკრაინელები ბიუროკრატიული სტრუქტურებისგან რუსული თავდასხმის წინაშე“, - აღნიშნა ევროკომისარმა.