ჩეჩენი საველე მეთაური დოკუ უმაროვი რუსეთს სისხლის და ცრემლების წელიწადს პირდება. ამის შესახებ ნათქვამია "კავკაზცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ უმაროვის ვიდეო მიმართვაში.
უმაროვი პირობას დებს, რომ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი კავკასიაში და კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ ახორცილებს სპეცოპერაციებით უპასუხებს.
"რუსეთის ტერიტორიაზე და ქალაქებში ჩატარდება სპეცოპერაციები და დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა არა ჩვენ არამდე რუსეთის ხელისუფლებას დაეკისრება. ჩვენ ვაკვირდებით იმ უსამართლობას, რომელიც პირველ რიგში კავკასიაში ხდება. დღეისთვის რუსეთი თავის ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს და ატყუებს მათ და კიდევ მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს. მათ ოკუპაცია მოახდინეს კავკასიის და თავის პოლიგონად და გამოსაცდელ ბაზებად აქციეს, სადაც კავკასიელი მუსულმანების სიცოცხლეს ცდიან, ხოცავენ და ყველაფერს აკეთებენ რაც მოუნდებათ", - აღნიშნა თავის გამოსვლაში უმაროვმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამის ეს რუსებისთვის ცოტა და ისინი კავკასიელებს, რომლებიც იძულებულები არიან რუსეთის ქალაქებში იცხოვრონ თავის ძაღლები მიუქსიეს და ამის შემდეგ ისევ მათ წინააღმდეგ ახორცილებენ პროპაგანდას და თავის მრისხანებას თავსატეხენ.
"დღეს ჩვენ იძულებულები ვართ ამ უსამართლობას ვუპასუხოთ, თუმცა იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს უსამართლობა არ არის, ამას ჰქვია სპეცოპერაცია და მის ჩასატარებლად ჩვენგან ყველაზე საუკეთესოებს გავგზავნით. ის ძმები, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას ამ სამყაროს დატოვებენ, მაგრამ ეს ამად ღირს. ეს სპეცოპერაცია მიმართული იქმნება პუტინის და მის ძაღლების მიმართ, რომლებიც თავს ესხმიან კავკასიელებს და დასცინიან და თავის ზიზღს გამოხატავენ მუსულმანებისადმი. პირობას გაძლევთ, რომ ეს წელი რუსეთისთვის სისხლის და ცრემლების წელი იქნება. შეიძლება ჩვენ ბევრნი არ ვართ, მაგრამ ამისთვის 50-60 ძმა მოგვეძებნება", - აღნიშნა უმაროვმა.
მისივე თქმით "სპეცოპერაციები" რუსეთის ტერიტორიაზე ყოველკვირეულად და ყოველთვიურად განხორცილდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რუსეთში კავკასიელების წინააღმდეგ პროპაგანდა აქტიურად ხორცილდება, რასაც სკინჰედების მხრიდან კავკასიელებზე თავდასხმების გახშირება მოხდა, ხოლო რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში რუსი ახალგაზრდები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ქვეყნის ტერიტორიიდან კავკასიელების გაყრას ითხოვდნენ.