კასპიის ზღვაში "სოკარის" მყვნთავი ჩაიძირა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კასპიის ზღვაში, საზღვაო ნავთობის პლატფორმა "ბახარზე" აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, ავარიული სამაშველო სამსახურის მყვინთავი აზადხან ჰუსეინოვი ჩაიძირა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსეინოვი პლატფორმიდან მოულოდნელად ზღვაში გადავარდა, როდესაც პლატფორმაზე მყოფებმა იგი წყლიდან ამოიყვანეს მყვინთავი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ მყვინათავმა დაცემისას ტრამვა მიიღო. მიმდინარეობს გამოძიება.