გახარია საქართველოსთვის განცხადებით, პარტია რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში და მათი პოზიცია საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!
ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას).
ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“ - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავჯდომარეს მიმართა.