უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინაზე იერიში 142 დრონით მიიტანეს. მათგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 112 გაანეიტრალა.
ოკუპანტებმა თავდასხმა ბრიანსკის, ორიოლის, პრიმორსკი-ახტარის და ანექსირებული ყირიმიდან განახორციელეს.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა და უპილოტო სისტემებმა, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 26 დრონის დარტყმა შვიდ ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) ვარდნა ერთ ლოკაციაზე.