უკრაინამ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ნავთობსადენ Druzhba-ზე. ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი ავრცელებს. მისი თქმით, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე სადისპეჩრო სადგურზე. მისი თქმით, ამ ობიექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ბელარუსიდან რუსეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.
დრონებით იერიში ასევე განხორციელდა ვორონეჟის და ბელგოროდის ოლქებში, სადაც არიან დაშავებულები.
„როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადისა და ნიჟნი ნოვგოროდის ასევე მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტებმა, მუშაობა შეაჩერეს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ 7 სექტემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 69 უკრაინული დრონი გაანადგურეს რუსეთის ცხრა რეგიონში, ანექსირებულ ყირიმში და ასევე აზოვის ზღვის წყლებში.
მანამდე, ნავთობსადენ Druzhba-ზე დარტყმების შესახებ ბროვდი ინფორმაცია 29 აგვისტოსაც გაავრცელა. ამის გამო უნგრეთის მთავრობამ, ბროვდის, რომელიც წარმოშობით უნგრელია, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.