უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ფიცოსთან ერთად ენერგეტიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ სლოვაკეთს გაზი და ნავთობი მივაწოდოთ - თუ ეს რუსული გაზი და რუსული ნავთობი არ იქნება, რადგან ომში ვართ. წერტილი,“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად რეაგირებს რუსეთის მიერ ენერგოობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
„და პასუხს გავცეთ. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, - თქვა ზელენსკიმ.