ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ. მომდევნო დღეებში ოპერაციას გავაფართოებთ და გავაძლიერებთ. ჩვენ გავზრდით ზეწოლას „ჰამასზე“ იქამდე, ვიდრე ის არ განადგურდება. ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ მათ დევნას“, – განაცხადა დეფრინმა.
მისი თქმით, „უახლოეს დღეებში ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება“.