აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პოლონეთის ახალ პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის შეხვდა.
შეხვედრის დროს ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, დარჩებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში.
მან უპასუხა: „ვფიქრობ, რომ დიახ, და თქვენ იცით რაიმე, რაც მე არ ვიცი? დიახ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ მათ [პოლონელებს] სურთ, მეტს [სამხედროს] გავგზავნით, მათ დიდი ხანია სურთ უფრო მნიშვნელოვანი ყოფნა. არის ქვეყნები, სადაც [ამერიკელი ჯარისკაცი] უფრო მეტია, მაგრამ ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, ამიტომ, ისინი პოლონეთში დარჩებიან. პოლონეთთან ძალიან მსგავსი პოზიცია გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც BBC-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად თავისი თავდაცვის სტრატეგიის გადახედვის პროცესშია, რათა ჩინეთის შესაკავებლად ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გაამახვილოს. პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას ამ მიზანთან არაფერი აქვს საერთო.
როგორც BBC-ი აღნინავს, წლის დასაწყისში პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 10 ათასი იყო (იქ პირადი შემადგენლობა მუდმივად იცვლება). აპრილში ვაშინგტონმა გამოაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტის უსაფრთხოებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მომარაგების მთავარი კვანძია. ჯარისკაცების რიცხვი 1700-ს შეადგენდა. იმ დროს ითქვა, რომ ეს ჯარები პოლონეთის სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ.