სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა.
მდინარაძის თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
„ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ. ირაკლი ბერაია აღარ იქნება. ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია. ჩემი ხედვა და ჩემი გუნდი მყავს. დარწმუნებული ვარ, წარმატებით ვიმუშავებთ. არ ვაპირებ, სპეცსამსახურში ვის რა თანამდებობაზე დავნიშნავ, იმის ახსნას თქვენთვის. იმდენად პროფესიონალი კადრები მეყოლება, რომ საკრიტიკოც არაფერი გექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დღეს დაამტკიცა.