რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, შუშანა მაცაბერიძე. ასევე თათა ფერაძე, ალბი კორძაია და აქციის სხვა მონაწილეები.
მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს მოხდა აქტივისტების დაკავება.
მოქალაქეები აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს. აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.