ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1124-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კატასტროფის შედეგად 3 251 ადამიანი დაშავდა და 8 000-ზე მეტი სახლი განადგურდა.
კვირას, შუაღამისას, აღმოსავლეთ ავღანეთის ოთხ პროვინციაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ყველაზე მეტად კი მთიანი კუნარის რეგიონი დაზარალდა, რამაც მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა 5.2 და 4.7 მაგნიტუდის შემდგომმა ბიძგებმა, რამაც მეწყერი გამოიწვია და ვითარების მოგვარების საწყის მცდელობებს ხელი შეუშალა.