ხმაურია იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა, დამსწრეებმა და შენობაში მყოფებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანს ძალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა.
როგორც იუწყებიან, აქვთ სასამართლოს შენობიდან გაძევებულ პირებს. ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.