ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებმა, 2 სექტემბრის მონაცემებით, 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
მათივე ცნობით, რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
„საკოორდინაციო შტაბში 200-ამდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში