1-ელ სექტემბერს, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში უკრაინა-ნატო-ს საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაგმეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერჰიი ბოევმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლექსი სერგეევმა.
უკრაინა- ნატო-ს საბჭოს სხდომაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
„უკრაინულმა მხარემ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ, კერძოდ Patriot-ის სისტემებითა და რაკეტებით“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საჭიროებას“.