რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თეთრი სახლში იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან ეს განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკან დაიხიოს იმ ვალდებულებებისგან, რომელთა აღებაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, ვლადიმორ პუტინი მან აიძულა. ამის შესახებ NBC News დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
„რუსები უბრალოდ დღითი დღე უკან იხევენ [თავიანთი ვალდებულებებისგან]. ამიტომ იქნება შთაბეჭდილება, რომ მათ ატყუებენ, რაც ნებისმიერი პრეზიდენტისთვის შემაწუხებელია, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ტრამპის მსგავსი ბუნების მქონე ადამიანისთვის“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
თუმცა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ჯერ არ უთქვამს უარი სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე.
„არავინ არის მზად დანებებისთვის. ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, არის ის, რომ თუ არსებობს ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების გზა უახლოეს მომავალში, მას სურს მისი განხორციელება. კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს.
ისმის შეკითხვა, არსებობს თუ არა დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა, ან დასჭირდება თუ არა მომდევნო ექვსი, თორმეტი თუ თვრამეტი თვე ამ ეტაპამდე მისაღწევად“, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის თანახმად, დიპლომატიური მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ - თავდაპირველად ტრამპსა და პუტინს შორის, შემდეგ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის - ცეცხლის შეწყვეტის გზა ისეთივე ბუნდოვანი რჩება, როგორც ადრე.
ხუთშაბათს, დონალდ ტრამპმადაწერა, რომ რადგან უკრაინა ძირითადად თავდაცვით პოზიციაზეა, მას არ შეუძლია რუსეთის დამარცხება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეტყობინება იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინას მოუწევს დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც ძირითადად რუსეთის პირობებს ეფუძნება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან ინტერვიუში ასევე დაადასტურა რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს დიპლომატებს შორის, რასაც კოორდინაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უწევს.
ჯგუფის წევრების შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა.
წყაროს ცნობით, პროგრესი გრძელდება და უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის ნებისმიერი პოტენციური სამიტის წინ უნდა შემუშავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„პუტინი მზადაა ზელენსკის შეხვდეს, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, - თქვა ლავროვმა.