მახაჩკალაში რაიონული ადმინისტრაციის თანამშრომელი უცნობმა პირებმა მოკლეს. მახაჩკალის სოვეტსკი რაიონის არქიტექტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე მაგომედ იზუტდინოვი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მას მესამე პირთა მეშვეობით, უცნობმა პირებმა პაკეტი გადასცეს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.
"როგორც კი პაკეტი მაგომედ იზუტდინოვს გადასცეს იგი აფეთქდა. იზუტდინოვი მიღებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავის სამმართველოში იგი უკანონო მშენებლობის საკითხებზე მუშაობდა", _ იუწყება რუსული მედია.