თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს მოხსენებით ნიკა ლალიაშვილი გამოვიდა. „ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა რეზერვისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების პროგრამა წარმოადგინა.
კონფერენციას ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი იურგენ ბორნემანი და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები ესწერებიან.
კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო შერატონში, დღეს დაიხურება.